თეგი: რუსეთ-უკრაინი ომი

უკრაინა იუწყება, რომ მარიუპოლთან რუსული გემი ჩაიძირა

უკრაინული მედია იუწყება, რომ მარიუპოლთან რუსული გემი ჩაიძირა. კერძოდ, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.  „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტის პროექტის - 1176 Akula D-106 რუსული სადესანტო ხომალდი 30 ივნისს, მარიუპოლის მახლობლად ნაღმს შეეჯახა. სამი მეზღვაური უკვე მღერის სიმღერას თევზისთვის კობზონთან ერთად“, - წერს ანდრიუშჩენკო. 30 ივნისს, ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერხი ბრაჩუკმა Telegram-ზე დაწერა, რომ შავი ზღვის ფლოტის რუსული ამფიბიური თავდასხმის გემი მარიუპოლთან აფეთქდა. „ჩვენ ველოდებით „კეთილი ჟესტის“ დადასტურებას“, - განაცხადა სპიკერმა. როგორც ცნობილია, 30 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა. ბრიტანეთის დაზვერვა: მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად" მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ერდოღანის თქმით, ანკარა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებით, თურქეთს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის მცდელობებში „არსებითი წვლილი შეაქვს“. ერდოღანის თქმით, ანკარა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში კიდევ სამი რუსი ოლიგარქი მოხვდა

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში სამი რუსი ოლიგარქი (დიმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო), ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტია, რომლებიც სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ. CNN სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსანდრე პონომარენკო საჰაერო კოსმოსურ სექტორში ოპერირებდა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სხვა რუს ოლიგარქებთან და ვლადიმერ პუტინის ზღვისპირა სასახლესთან, რომელიც მანამდე სანქცირებული იყო დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ. დიმიტრი პუმპიანსკი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში, ანდრეი მელნიჩენკო კი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში მუშაობდა. სანქციები ასევე შეეხო თავდაცვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ 24 ერთეულს. აშშ სავიზო შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად. სანქცირებულთა სიაშია ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალი, ალინა კაბაევა.   ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

Patriot-მა ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა Kh-47 ჩამოაგდო - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსული პროპაგანდა ცდილობს, გაავრცელოს ნარატივი, რომ რუსული იარაღი მსოფლიოში საუკეთესო, უნიკალურია და მას ანაოლიგი არ აქვს, რაც რეზნიკოვის შეფასებით, დიდი სიცრუეა.  უკრაინის საჰაერო ძალები ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას არ ადასტურებს „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ახალმა მძლავრმა იარაღმა Patriot-მა, რუსმა სამხედრო დამნაშავეების მიერ ჩვენს ქვეყანაში გასროლილი ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა Kh-47 ჩამოაგდო. ადრე ასეთი სამიზნეების განადგურების საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით შეუძლებელი ხდება შესაძლებელი! წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.